სკოლა "მილენიუმში" არსებობს ბაირონისა და ბარათაშვილის სახელობის სალონი (B & B), რომელსაც ხელმძღვანებლობს მანანა ნოზაძე. სალონის წევრი პედაგოგები თავიანთ პროფესიულ საქმიანობას შესანიშნავად უთავსებენ სამსახიობო ოსტატობას და ამ გზით ამბობენ თავიანთ სათქმელს ხელოვნებაში.სალონის ტრადიციაა შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან.

ოტია იოსელიანი


2006 წელს 29 აპრილს სკოლა "ათასწლეულმა" უმასპინძლა მწერალ ოტია იოსელიანს. მას საინტერესო და გულთბილი საუბარი ჰქონდა სკოლის მოსწავლეებთან, რის შემდეგაც იგი მიიწვიეს მისივე მოთხრობებისა და პიესის – "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე.

"ბაირონი და ბარათაშვილი"


2005 წელს სალონში პედაგოგების ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია "ბაირონი და ბარათაშვილი". ამ ორი ადამიანის ცხოვრების პარალელები ინსცენირების გმირებმა ორ ენაზე წარმოადგინეს: ბაირონისა – ქართულად, ტატოსი – ინგლისურად. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დებორა ჯონსი და საქართველოს ბაირონის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომლის წიგნის – "გალაქტიონის ენიგმების " პრეზენტაცია სკოლა "მილენიუმში" მოეწყო.